ვითარება ნინოწმინდის პანსიონში

09 ივნისი 2021, 20:15 1038 ნახვა

ნინოწმინდის პანსიონში სახელმწიფო ზრუნვის სამსახურის დაახლოებით 20 თანამშრომელი იმყოფება. საპატრიარქოს იურისტი აცხადებს, რომ ყველასთან თანამშრომლობისთვის მზად არიან. პროცესების შესწავლის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს, საპატრიარქოს, ბავშვზე ზრუნვის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების – „ვორლდ ვიჟენის“ და გაერო-ს ბავშვთა ფონდის „იუნისეფის“ წარმომადგენლებმა სამუშაო ფორმატში შეხვედრა გამართეს.  საპატრიარქომ სწორედ მხოლოდ გაფართოებულ შეხვედრებში მონაწილეობა შესთავაზა სახალხო დამცველს, რაზეც ნინო ლომჯარიამ საპატიარქოს თქმით უარი განაცხადა. პარალელურად დღეს, ომბუდსმენმა პანსიონთან დაკავშრებით ახალი ინფორმაცია გაავრცელა, სახალხო დამცველის განცხადებით პანსიონის ყოფილ და მოქმედ ბენეფიციარებზე ზეწოლა მიმდინარეობს, რომ მათ ჩვენება არ მისცენ. ზეწოლის შესახებ ნინო ლომჯარიას ინფორმაცია თავშესაფრიდან გარიცხულმა აღსაზრდელმაც დაადასტურა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი