ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებას მიესალმებიან და ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდებენ, ეროვნული ინტერესები პარტიულზე მაღლა დააყენონ. ტიტუს კორლატეანი და კლოდ კერნი აღნიშნავენ, რომ ამ შეთანხმებას შეუძლია ქვეყნის დემოკრატიული წინსვლა. ასამბლეის მომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის მნიშვნელობას, რომელსაც მოქალაქეების სრული ნდობა ექნება. აღნიშნეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრების პოზიციებზე სწორად შერჩევის პროცესის მნიშვნელობა. მათ მოუწოდეს პარლამენტს, უზრუნველყოს ყველა კანდიდატის გამჭირვალდე შერჩევა. მომხსენებლები აცხადებენ, რომ პროცესთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის პრაქტიკულად ყველა რეკომენდაცია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულია. თუმცა სინანული გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ შერჩევის პროცესი დაიწყო ამ ცვლილებების მიღებამდე.