რეჟისორ რეზო გაბრიაძეს 10 ივნისს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ.
სცენარისტის, მხატვრისა და რეჟისორის სამოქალაქო პანაშვიდები დღეს და ხვალ, 8-9 ივნისს, მარიონეტების თეატრში 16:00-დან 20:00 საათამდე გაიმართება.
ხელოვანს 10 ივნისს, 15:00 საათზე, ანჩისხატის ტაძრიდან გამოასვენებენ.
რეზო გაბრიაძე 84 წლის ასაკში 6 ივნისს გარდაიცვალა.