ამ დრომდე არ მისულან ნაციონალური მოძრაობის წევრები პარლამენტში. საკანონმდებლო ორგანოში უკვე 2 საათი პლენარული სხდომა მიმდინარეობს. „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს შვიდთვიან ბოიკოტს დაასრულებს.
ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში შედის, თუმცა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად, გადაწყვეტილებას არ ცვლის და შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს ისევ არ აწერს.
ცნობილია, რომ პოლიტიკური ძალის მიერ შექმნილ 32-წევრიან საპარლამენტო ფრაქციას ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს.