ნატოში ინტეგრაციაზე საქართველოს პროგრესი მაღალ დონეზე შეაფასა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლმა. ფილიპ რიკერის მთავრობის ადმინისტრაციაში ვიზიტისას, აშშ- სა და საქართველოს შორის ორმხრივი დღის წესრიგის ყველა ძირითად საკითხზე ისაუბრეს მხარეებმა და განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობა. ფილიპ რიკერის განცხადებით, მისი ვიზიტის გზავნილი საქართველოში დემოკრატიის წარმატების უზრუნველყოფაა. ამ კონტექსტში მან ყურადღება გაამახვილა 19 ივნისის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე. ცოტა ხნის წინ დასრულდა - სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლის შეხვედრა ჟურნალისტებთან.