ბათუმის უნივერსიტეტმა კანცლერი გადააყენა

07 ივნისი 2021, 19:51 2330 ნახვა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერი ვადაზე 2 წლით ადრე გადააყენეს. ალექსანდრე მითაიშვილსთვის იმპიჩმენტის  გამოცხადებას მხარი წარმომადგენლობითი საბჭოს უმრავლესობამ დაუჭირა. მასწავლებლები ღიად ალაპარაკდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერისტეტში არსებულ შესაძლო ფინანსურ დარღვევებსა და კორუფციაზე. საუბრობენ კანცლერის მხრიდან მუქარასა და  მის საჭიროებებზე მორგებულ ბსუს ბიუჯეტზე. თანამშრომლების მტკიცებით, ალექსანდრე მითაიშვილი პირადი ფინანსური სარგებლის მიზნით მათ სხვა ბანკში გადასვლას აიძულებდა. ახალი კანცლერის ასარჩევად ერთი თვეა საჭირო.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი