ნინოწმინდის პანსიონიდან 20 ბავშვია გაყვანილი

07 ივნისი 2021, 11:39 551 ნახვა

ამ ეტაპზე ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან გაყვანილია 20 ბენეფიციარი, მათ შორის შვიდი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე არასრულწლოვანი. პანსიონში კიდევ 40  ბავშვი  რჩება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით,  ბავშვები გადაანაწილეს სახელმწიფო ზრუნვის ალტერნატიულ სივრცეებში. 

პარალელურად ადგილზე ვითარებას აფასებენ სოცმუშკები.  უცნობია როდის გაიყვანენ და გაიყვანენ თუ არა დარჩენილ ბენეფიციარებს თავშესაფრიდან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში