რეჟისორი და მწერალი რეზო გაბრიაძე გარდაიცვალა

06 ივნისი 2021, 21:30 1347 ნახვა

მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მწერალი და მოქანდაკე რეზო გაბრიაძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რეზო გაბრიაძე დაიბადა 1936 წელს ქუთაისში. ის 35-ზე მეტი ფილმის ავტორია, რომელთა შორის არის:  "არაჩვეულებრივი გამოფენა“, "შერეკილები", "მიმინო", "არ დაიდარდო", "არაჩვეულებრივი გამოფენა", "სამნი გზაზე", "ქვევრი", "ფეოლა" და სხვა. ასევე, 50-ზე მეტი წიგნის ილუსტრაციის ავტორი იყო.

1981 წელს თბილისში დაარსა მარიონეტების თეატრი, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელ იყო. ის მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, მათ შორის არის საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის კომანდორის ორდენი, სსრკ სახელმწიფო პრემია, პრემიები – „ნიკა“, „ტრიუმფი“, „ოქროს ნიღაბი“, „ოქროს სოფიტი“, „ცარსკოსელსკაია პრემია“, შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია და სხვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში