დონალდ ტრამპის facebook გვერდი 2023 წლის იანვრამდე დაბლოკილი იქნება

05 ივნისი 2021, 15:00 1013 ნახვა

დონალდ ტრამპის facebook​ გვერდი  2023 წლის იანვრამდე დაბლოკილი იქნება - შესაბამისი გადაწყვეტილება "ფეისბუკის" დამოუკიდებელმა სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო. აღნიშნული შეზღუდვა, 6 იანვარს შტატების კაპიტოლიუმის შენობაზე შტურმის მიტანასა და ძალადობის წახალისებას უკავშირდება.

კომპანიაში აცხადებენ, რომ გარემოებების სერიოზულობიდან გამომდინარე, ტრამპის ქმედებები სოციალური მედიის წესებს ეწინააღმდეგება, რაც ახალი სამართლებრივი პროტოკოლის მიხედვით უმაღლეს სასჯელს იმსახურებს.

სოციალურ ქსელში დაბლოკვის მიუხედავად დღესვე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა დონალდ ტრამპმა 2022 წელს წარმომადგენელთა პალატის სავარძლისთვის იბრძოლოს. შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტმა აღნიშნულ პოსტზე არჩევის შემდეგ, ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის პროცესის წამოწყებაც არ გამორიცხა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი