საქართველო მსოფლიო ტურიზმის საბჭოშია

03 ივნისი 2021, 20:38 1586 ნახვა

საქართველო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი 4 წლის ვადით გახდა.  არჩევნები საბერძნეთში, ქ. ათენში,  ორგანიაზციის ევროპის კომისიის რიგით 66-ე შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო  35 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და წარმოადგენს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის  მმართველ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზაციის ეფექტურ მუშაობას და განიხილავს გლობალური დღის წესრიგით გათვალისწინებული მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის პოლიტიკის ძირითად საკითხებს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი