აშშ სენატორების შეხვედრები

03 ივნისი 2021, 19:40 1142 ნახვა

საქართველოში ვიზიტით მყოფი ამერიკელი სენატორები არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. თბილისი მერიოტში საერთაშორისო და ადგილობრივი 6 ორგანიზაციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათ ჯინ შაჰინსა და რობ პორტმანს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სენატორების მთავარი გზავნილი იყო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის მზად დაეხმაროს საქართველოს. ამ წუთებში შეხვედრა სენატორებსა და უმრავლესობის წარმომადგენლებს შორის მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში