უკრაინის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გრძელდება. დენის შმიგელი უკვე შეხვდა ილია II-ს და პარლამენტის თავმჯდომარეს. საპატრიარქოს შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობებისა და მათი გაღრმავების პერსპექტივის შესახებ. მანამდე დენის შმიგელი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. მხარეებმა შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარება და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. აღინიშნა ქართული მხარის პოზიცია კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი პოლიტიკის ერთგულების მიმართ.