სახალხო დამცველის აპარატის კომენტარი ნინოწმინდის პანსიონზე

02 ივნისი 2021, 14:54 756 ნახვა

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას დაქვემდებარებულ ნინოწმინდის პანსიონში, სადაც სახალხო დამცველსაც კი არ უშვებენ, 150-მდე ბავშვი იზრდება. ბავშვების რაოდენობის შესახებ მეუფე სპირიდონ აბულაძემ საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში ისაუბრა.

ამ დრომდე სახალხო დამცველი ნინოწმინდის პანსიონში მხოლოდ 56 ბავშვის ყოფნის შესახებ ფლობდა ინფორმაციას. ამ ბავშვების მდგომარეობის შესასწავლად არ უშვებენ და არ აძლევენ საკუთარი კონსტიტუციური უფლების გამოყენების შესაძლებლობას ნინო ლომჯარიასაც.

ომბუდსმენის მოადგილე აცხადებს, რომ შეისწავლის იმ შემთხვევებს, რომლებზეც  გამოძიება უკვე დაწყებულია, სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე.

ეკა სხირტლაძის განცხადებით, აპარატი ცდილობს ყველა მიმართულებით დაინახოს იქ მყოფი ბავშვების უფლებრივი მდგომარეობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი