აჭარის მთავრობის თავმჯდომარე პრემიერთან ერთად თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება

01 ივნისი 2021, 19:49 1955 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, პრემიერ მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება.

დაგეგმილია თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან შეხვედრა. შეხვედრის დაწყებამდე, საქართველოს დელეგაციამ მუსტაფა ქემალ ათათურქის მავზოლეუმი მოინახულა.

ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება ორმხრივი ურთიერთობების ყველა ძირითადი მიმართულება, როგორც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ასევე თანამშრომლობა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი