რადგან ორივე მხრიდან საბოლოო ამოცანა ერთია, ძლიერი და დამოუკიდებელი საქართველო, აუცილებლად შევთანხმდებით - ნათია თურნავა "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებზე

31 მაისი 2021, 15:57 991 ნახვა

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მთავრობამ "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგე პირებს რამდენიმე ძალიან მისაღები პლატფორმა შესთავაზა.

ნათია თურნავას განცხადებით, რადგან ორივეს მხრიდან საბოლოო ამოცანა ერთია, ძლიერი და დამოუკიდებელი საქართველო, ის დარწმუნებულია, რომ მხარეები აუცილებლად შეთანხმდებიან.

"ჩვენ შევთავაზეთ საპროტესტო აქციის მონაწილეებს, ადამიანებს, ვინც აპროტესტებს ამ მეგაპროექტს რამდენიმე ძალიან მისაღები პლატფორმა. ერთი ეს არის ექსპერტთა საბჭო, გახსნილი პლატფორმა იმისთვის, რომ ნებისმიერ ექსპერტს, მათ შორის იმ ადამიანებისთვის ნდობით აღჭურვილს შეეძლოს კონკრეტულად გადახედოს ყველა კვლევას და თავისი რეკომენდაციები წერილობით, დასაბუთებულად მოგვაწოდოს.

ამ დროისთვის არსებობს მორატორიუმი კაშხლის მშენებლობაზე. კაშხალი არ აშენდება 12 თვის განმავლობაში ძირითადი ნაგებობა და ყველა რაციონალური შენიშვნა იქნება გათვალისწინებული.

მეორე პლატფორმა ეს არის ევროკავშირის მედიაციის საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც პირადად არის ჩართული და მალე ესტუმრება საქართველოს. მისი ფუნქცია არის მედიაცია. ჩვენ ხშრად გვეხმარება ევროკავშირი თავისი სტრუქტურებით მედიაციაში და ეს ნორმალური, პრაქტიკაა.

ეს იმას ნიშნავს, რომ კვლავაც ვადასტურებთ ჩვენ მზადყოფნას დიალოგისთვის და მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ვინაიდან იქ მყოფი ადამიანების უმრავლესობა გულწრფელად აპროტესტებს ამ ყველაფერს და მათ აქვთ გულწრფელი კითხვები, არიან ჩვენი ქვეყნის პატრიოტები.

ჩვენც მთავრობა სწორედ მოწადინებულები ვართ, რომ გაძლიერდეს საქართველო ენერგეტიკულად და ეკონომიკურად ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსი იყოს გამოყენებული და ეს პროექტი შესრულდეს კარგად, სწორად, ყველას ინტერესის გათვალისწინებით და რადგან ორივეს მხრიდან საბოლოო ამოცანა ერთია, ძლიერი და დამოუკიდებელი საქართველო, აუცილებლად შევთანხმდებით"-განაცხადა ნათია თურნავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი