ამ ეტაპზე კომენდანტის საათის მოხსნა არ იგეგმება - ასე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას კომენდანტის საათის მოხსნასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა.
"ეს საკოორდინაციო საბჭოს პრეროგატივაა, მაგრამ როგორც ინფორმაცია მაქვს ჯერ-ჯერობით არა. იმიტომ, რომ ჩვენთვის ახალი შემთხვევების ის რაოდენობა რაც გვაქვს 300, 700 გუშინ, 1000 გუშინ წინ საქართველოსთვის ბევრია. ჯერ სიტუაცია კიდევ მეტად უნდა დამშვიდდეს, რომ ჩვენ ვისაუბროთ კომენდანტის საათის კიდევ შემცირებაზე"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.