საქართველოში კორონავირუსის სამხრეთაფრიკული შტამის შესაძლო შემთხვევას იკვლევენ - ამირან გამყრელიძე

31 მაისი 2021, 15:12 1446 ნახვა

გიდასტურებთ, რომ სამხრეთ აფრიკული შტამის ერთ-ერთ საეჭვო შემთხვევაზე მიმდინარეობს დაკვირვება - ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ მედიის წარმომადგენლებისთვის გამართულ ვებინარზე განაცხადა.

„დაავადებათა კონტროლის ცენტრში მიმდინარეობს ამ საეჭვო შემთხვევის გენეტიკური ანალიზი, ანუ ნიმუშის სეკვენირება და ალბათ ამ დღეებში გვექნება პასუხი და გავაჟღერებთ. თუ დადებითი აღმოჩნდა, ვიტყვით, რომ დიახ, სამხრეთ აფრიკული შტამიც გვაქვს.

რაც შეეხება იმას, არის თუ არა ის კლინიკურად უფრო მძიმე, გეტყვით რომ არა. მით უმეტეს, ის შედარებით ნაკლებად არის გავრცელებული. დღეს ევროპაში პრევალირებს ძირითადად ბრიტანული შტამი და ბრიტანულმა შტამმა ევროპაში კლასიკური შტამი თითქმის ჩაანაცვლა. მისი ერთ-ერთი თვისება გახლავთ ის, რომ შედარებით ადვილად ვრცელდება, განსაკუთრებით ბავშვთა და ახალგაზრდა ასაკში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი