საქართველოში კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 195 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 16 პაციენტი.
ჩატარდა 12 207 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 581, „პისიარ“ ტესტით – 5 626.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,95%, ბოლო 14 დღის – 3,41%, ბოლო 7 დღის – 2,8%.
ინფიცირების ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 200 შემთხვევა, აჭარა - 43, იმერეთი - 27, ქვემო ქართლი - 22, შიდა ქართლი - 6, გურია - 6, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 24, კახეთი - 13, მცხეთა-მთიანეთი - 8, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 546, საიდანაც: 3 829 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 060, აჭარაში - 400, იმერეთში - 503. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 892 პირი, მათ შორის, თბილისში - 403, აჭარაში - 104, იმერეთში -165. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 220 პირი, მათგან თბილისში - 143, აჭარაში - 16, იმერეთში - 19. 658 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 366 - თბილისში, 248- აჭარაში. 7 059 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.