გამოვლინდა კომპანიები, რომლებიც ფალსიფიცირებულ სადეზინფექციო საშუალებებს ამზადებდნენ - საგამოძიებო 

31 მაისი 2021, 10:12 1347 ნახვა

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სადეზინფექციო საშუალებების ფალსიფიკაციის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა და  ორი კომპანიის ორი ხელმძღვანელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლები სოფელ წილკანში და თბილისში, სხვადასხვა მისამართზე მდებარე მაღაზიებში და საამქროებში, სისტემატურად ახდენდნენ სხვადასხვა მოცულობის სადეზინფექციო საშუალებების დამზადებას, დაფასოებასა და რეალიზაციას.

ექსპერტიზით დადგინდა, რომ აღნიშნულ სადეზინფექციო საშუალებებს შეცვლილი აქვს თვისობრიობა, პროდუქცია არ შეიცავს ეტიკეტზე მითითებულ ნივთიერებებს და არ აკმაყოფილებს დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ჰიგიენური დასკვნებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით და 197(1) მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი