ნატოს გენერალური მდივანი ვარაუდობს, რომ რუსეთი ბელარუსის მიერ რაინეარის თვითმფრინავის გატაცებაში მონაწილეობდა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია სქაი-ნიუსთან ინტერვიუში განაცხადა.
"ჩვენ ვიცით, რომ რუსეთსა და ბელარუსს მჭიდრო ურთიერთობები აქვთ და ამიტომ რთული დასაჯერებელია, რომ ბელარუსის რეჟიმს რამე მსგავსის გაკეთება რუსეთთან კოორდინაციის გარეშე შეეძლო", - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.