გიორგი გახარია პოლიტიკური პარტიის პრეზენტაციას სავარაუდოდ შაბათს გამართავს, ჯერ-ჯერობით უცნობია თუ ვინ იქნება პარტიის მთავარი დამფინანსებელი. დავით კეზერაშვილთან თანამშრომლობას გახარიას თანაგუნდელები გამორიცხავენ. უმრავლესობა და ოპოზიცია ამ ეტაპზე მოლოდინის რეჟიმში არიან ,როგორც აცხადებენ, ჯერ არ შექმნილ პარტიაზე წინასწარ საუბარი უჭირთ.