ცვლილებები ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის

27 მაისი 2021, 10:54 693 ნახვა

პარლამენტი დაჩქარებული წესით იწყებს საკანონმდებლო ცვლილებების განხილვას, რომლის საფუძველზეც პარლამენტში შესული ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის რეგლამენტში სპეციალური ცვლილებები შედის.

კანონპროექტს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღეს განიხილავს და სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას, პირველი მოსმენით, პლენარულ სხდომაზე გავა. რეგლამენტის პროექტით დგინდება, რომ საპარლამენტო ფრაქციაში გაწევრების მსურველ პარლამენტის იმ წევრს, რომელიც შესაბამის საარჩევნო სიაში შეყვანილ იქნა როგორც “უპარტიო“ ან რომელმაც დატოვა პარლამენტის არჩევნებში მის წარმდგენ საარჩევნო ბლოკში შემავალი შესაბამისი პარტია, 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, უფლება ექნება ნებისმიერ ფრაქციაში გაერთიანდეს და ამ მხრივ პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი მოქმედი შეზღუდვა მეათე მოწვევის პარლამენტში აღარ იარსებებს.

ასევე, პარლამენტის რეგლამენტის პროექტით იქმნება შესაძლებლობა, რომ 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულმა პარლამენტის არანაკლებ 4-მა წევრმა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი შექმნას და ასეთი ჯგუფის ფორმატში მთელი რიგი ის უფლება განახორციელოს, რაც ფრაქციას გააჩნია. პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფები ფრაქციის შექმნისთვის რეგლამენტით დადგენილი წესით შეიქმნება და ფრაქციის გაუქმებისთვის რეგლამენტით დადგენილი წესით გაუქმდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი