ნიკა მელიას სასამართლო

27 მაისი 2021, 10:53 696 ნახვა

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი იწყება. მიმდინარეობს მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი. წინა პროცესზე ბრალდების მხარემ ვიდეომტკიცებულება წარადგინა, რომელიც 20-21 ივნისის მოვლენებს ასახავს.

დაცვა კი ამტკიცებს, რომ მასალა კონტექსტიდან ამოვარდნილია და ნიკა მელიას მხრიდან ძალადობრივი ქმედება არ ყოფილა.

თავად მელია სხდომას ამჯერადაც არ დაესწრება. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ამბობს, რომ სასამართლოში მიმდინარე პროცესები მას აღარ აინტერესებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში