დამოუკიდებლობის 103-ე წელი ჯარისკაცებს, საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილ მოქალაქეებსა და სტუმრებს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა მიულოცეს. ვრცელი იყო ქვეყნის პრეზიდენტის სიტყვა. სალომე ზურაბიშვილმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის საგარეო კურსზე, არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და მედიის პასუხისმგებლობაზე.