ბათუმის საკრებულოში ქართული ოცნების რიგებს ერთი დეპუტატი გამოაკლდა. დიმიტრი ჭეიშვილი ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას გუნდს უერთდება. მან გადაწყვეტილების შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში დაწერა და განმარტებებიც გააკეთა. პარტიის დატოვების მიზეზებს შორის იგი საკრებულოს აპარატის თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლებსაც ასახელებს. რა განმარტება გააკეთეს მმართველ გუნდში და რას ამბობს საკრებულოდან დათხოვნილი თანამშრომელი. თამუნა გაზდელიანის რეპორტაჟი