ირლანდიური ავიაკომპანია რიანეარის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ ოლირიმ მინსკში ავიარეისის ავარიულ დაშვებას სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული გატაცება უწოდა. მისი აზრით, თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა და მიმართულება შეუცვალეს, ბელარუსის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის აგენტები იმყოფებოდნენ. ბელარუსის ტერიტორიის თავზე რიანეარის ფრენების აკრძალვის შესაძლებლობის კომენტირებისას, ოლირიმ განაცხადა, რომ ავიაკომპანია იხელმძღვანელებს ევროკავშირის ხელმძღვანელობის შესაბამისი მითითებებით. ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრის საიმონ კოვნის განცხადებით, თვითმფრინავს ფაქტობრივად უბრძანეს დაშვებულიყო მინსკში. თვითმფრინავი 5-მა თუ 6-მა ადამიანმა დატოვა, მათგან ერთი დააკავეს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ დანარჩენი საიდუმლო სამსახურების თანამშრომლები იყვნენ. ეს დიქტატორული რეჟიმის მიერ ადამიანების გატაცებაა-განაცხადა ირლანდიელმა დიპლომატმა.