წარმოუდგენელია, ვინმემ 26 მაისი ან 7 ნოემბერი 20 ივნისს შეადაროს - მამუკა მდინარაძე

22 მაისი 2021, 16:33 1247 ნახვა

წარმოუდგენელია, ვინმემ 26 მაისი ან 7 ნოემბერი 20 ივნისს შეადაროს, როდესაც წინა ორ შემთხვევაში ამ ქვეყნის საუბედუროდ, იყო პირდაპირი მიზანი ადამიანების დასახიჩრების, ხალხის შეშინების, დაზიანების, მოკვლის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე "გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებას გამოეხმაურა, იმასთან დაკავშირებით, რომ 7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით „გირჩი“ ისეთივე კანონპროექტებს ამზადებს, როგორიც არის ამნისტიის კანონპროექტი 20 ივნისთან დაკავშირებით.

"ამ ბოლო დროს ხანდახან მომწონს კიდევაც „გირჩის“ რაღაც ინიციატივები, ეს შეიძლება ნახევრად ხუმრობით თუ სერიოზულად, თუმცა აქ კატეგორიულად ვერ დავეთანხმებოდი და ამოვარდნა აქვთ სერიოზულად, ეტყობა რაღაცა არასწორ დროს თქვეს ეს ამბავი, რადგან წარმოუდგენელია, ვინმემ 26 მაისი ან 7 ნოემბერი 20 ივნისს შეადაროს, როდესაც წინა ორ შემთხვევაში და სხვა შემთხვევებშიც ამ ქვეყნის საუბედუროდ, იყო პირდაპირი მიზანი ადამიანების დასახიჩრების, ხალხის შეშინების, დაზიანების, მოკვლის და ძალიან ცუდი მიზნები იყო. 20 ივნისი იყო მოგერიება, ეს თქვა ამერიკის სახელწიფო დეპარტამენტმაც. ჩვენ ვთქვათ, სუბიექტურები ვართ ამასთან დაკავშირებით და ვთქვათ, პოლიციელს ახლა მხარს ვუჭერთ, რომ ეს პოლიციელი თუ პოლიციელთა ჯგუფი თუ შსს იგერიებდა ამ ხალხს, მაგრამ სახელწიფო დეპარტამენტი არის ობიექტური დამკვირვებელი ამ მოვლენებზეც და იმავეს საუბრობს, რომ მაშინ პოლიციამ მოგერიების ლეგიტიმური უფლება გამოიყენა და იქ შეიძლება, ვილაპარაკოთ კონკრეტული ადამინების მხრიდან ჰქონდა თუ არა რაღაცა უფლებამოსილების გადაჭარბებას ადგილი, მაგრამ არა იმაზე, რომ 20 ივნისი ვინმემ გაბედოს და შეადაროს წინა პერიოდში ჩადენილ სისასტიკეს, ეს არის ძალიან სერიოზული და ცუდი ამოვარდნა ამოვარდნა  „გირჩის“ მესიჯბოქსიდან“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი