გიორგი გახარიამ 17-18 თებერვალს ზურგში დანა დაარტყა საკუთარ გუნდს, რაც იყო ძალიან მძიმე ნაბიჯი მისი მხრიდან - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
"გახარიამ მოიტყუა და ეს იყო ძალიან მძიმე ტყუილი, სამწუხაროდ, ეს რეჟიმი გრძელდება, ამის ნიშნებს კიდევ უფრო მკვეთრად დაინახავს საზოგადოება მომავალში. გიორგი გახარიამ 17-18 თებერვალს ზურგში დანა დაარტყა საკუთარ გუნდს, რაც ძალიან მძიმე ნაბიჯი იყო მისი მხრიდან“, - განაცხადა კობახიძემ.
გიორგი გახარიამ თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა.