საარჩევნო რეფორმა

22 მაისი 2021, 15:25 1091 ნახვა

„საარჩევნო კოდექსში" შესატან ცვლილებებს, რომელზეც მმართველი გუნდი და შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიცია პრინციპების დონეზე შეთანხმდა, დღეს, წამყვანი კომიტეტი - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს.

იქამდე პროექტს განიხილავენ სავალდებულო კომიტეტებიც, კერძოდ, საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტი, ასევე რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის გაერთიანებული კომიტეტი.მომავალ კვირას კი პროექტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაიტანენ. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტი გადაგზავნილია ვენეციის კომისიასთან და როგორც მმართველ გუნდში და ოპოზიციაში აცხადებენ, მეორე მოსმენამდე კომისიის შეფასებას დაელოდებიან.

კანონპროექტი გუშინ პირველი მოსმენით განიხილა ადამიანის უფლებების დაცვისა და საპროცედურო საკითხთა და წესების გაერთიანებულმა კომიტეტებმა და მხარი დაუჭირა. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა, რომელმაც მოგვიანებით აღნიშნა, რომ „ის ნახავს ბოლომდე მისულ საქმეს და ამის შემდეგ დააფიქსირებს პოზიციას"

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში