სასამართლო რეფორმების განსახილველად დღეს პარლამენტში მესამე სექტორი ოპოზიციას შეხვდა. როგორც ქართული ოცნების ოპონენტები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევის პროცესი შეჩერდეს, ვიდრე საბჭოს დაკომპლექტების წესი არ შეიცვლება.
მათი თქმით, “სასამართლო კლანი” და ხელისუფლება სასურველი კანდიდატების დანიშვნის მოსწრებას ცდილობს. 26 მაისს ჩანიშნულია სხდომა, რომელზეც საბჭომ 4 მოსამართლე წევრი უნდა წარადგინოს.