განსხვავებული “ბოლო ზარი”

20 მაისი 2021, 20:00 2420 ნახვა

ზარი, რომელიც 12 წლის შემდეგ ბოლოჯერ დაირეკა. დღეს, ქუჩებში სამახსოვრო წარწერებით გაფერადებულ მაისურებიან ახალგაზრდებს შეხვდებოდით, რომელთათვის ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა. სამახსოვრო ავტოგრაფები კი წლების შემდეგ საინტერესო მოგონებებად იქცევიან.  სკოლებში სადღესასწაულო განწყობა და ემოციები  ერთმანეთს ცვლიდა.დამშვიდოება მასწავლებლეთან, მერხთან, გარემოსთან, სადაც არაერთი წელი გაატარეს. პანდემიის გამო მოსწავლეებმა სკოლის დამთავრება განსხვავებულად აღნიშნეს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში