პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ბრიუსელში

18 მაისი 2021, 20:43 882 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე  კახა კუჭავა ბრიუსელში ოფიციალურ ვიზიტს აგრძელებს. შეხვედრა გაიმართა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან,  დავიდ მარია სასოლისთან. შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა იმ გეგმაზე, რომელიც ევროკავშირის წევრობაზე 2024  წლის განაცხადის მომზადებას გულისხმობს.საუბარი შეეხო 2021 წელს დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებსა და საერთაშორისო დამკვირვებლების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას. ევროპარლამენტის პრეზიდენტის განცხადებით, იგი მზად არის  საქართველოს არჩევნების ჩატარებიდან მოკლე დროში ეწვიოს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი