ტურისტულ სექტორში დასაქმებული პირების ვაქცინაციის პროცესში ჩართვის ინტერესი მზარდია - თამარ გაბუნია

18 მაისი 2021, 15:50 840 ნახვა

აჭარაში გრძელდება ვაქცინაციის პროგრამა და იქაც, როგორც სხვა ადგილებში აქტიურობა არის. ვფიქრობ "სინოვაკი" მისცემს მათ, კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას, რომ აქტიურად მიიღონ ვაქცინა და დახვდნენ უსაფრთხოდ ტურისტებს-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ ტურისტული სექტორის წარმომადგენლების მხრიდან ვაქცინაციის პროცესში ჩართვის სურვილი მზარდია.

"ტურისტულ სექტორში დასაქმებული პირების ნაწილი აიცრა, ისევე როგორც სხვა მოქალაქეები. ნაწილს ჩვენ შევთავაზეთ "სინოფარმით" ორგანიზებული ვაქცინაცია, თუმცა ასეთი ჯგუფებისთვის "სინოფარმის" დოზები, რომლებიც დარეზერვები იყო, მცირე რაოდენობითაა. დაახლოებით 300-400 დოზაზეა საუბარი ტურიზმთან მიმართებაში, უფრო მეტი დოზების რაოდენობა მოხმარდა პოლიციას, თავდაცვას.

მთავარია დავიწყოთ, ინტერესი მზარდია, უკვე დარეგისტრირებულია 3000-მდე ადამიანი წინასწარ და ჩვენ გავაგრძელებთ, რომ ასეთმა ჯგუფებმა ორგანიზებული სახით მიიღონ მონაწილეოება ვაქცინაციის პროგრამაში"-განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი