სამწუხარო ფაქტი მოხდა - ნათია თურნავა დმანისის დაპირისპირებაზე

17 მაისი 2021, 13:31 832 ნახვა

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია დმანისში ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი არ იყოს წარმოჩენილი როგორც ეთნიკური დაპირისპირება.

„საკმაოდ სამწუხარო ფაქტი მოხდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩართულია. მიმდინარეობს გამოძიება. როგორც ვიცით, რამდენიმე განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამასთან დაკავშირებით.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პრაქტიკულად ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი არ იქნას წარმოჩენილი, როგორც ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირება, რაც აბსოლუტურად მიუღებელი იქნება,“- განაცხადა თურნავამ.

დმანისში მეორე დღეა დაპირისპირება და დაძაბული ვითარებაა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში