მეწარმეებს, გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით შეეძლებათ სრულად შეიმცირონ დარიცხული ჯარიმა-საურავები - ლაშა ხუციშვილი

17 მაისი 2021, 12:20 2456 ნახვა

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილეს ახალი ინიციატივა საგადასახადო დავალიანებებთან დაკავშირებით, რომელიც მოწონებული იქნა მთავრობის მიერ.

ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ინიციატივის თანახმად, გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე დავალიანება, ეს იქნება აღიარებული თუ არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, შესაძლებლობა ექნება გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა, საურავები.

მისივე განმარტებით, შეღავათის მისაღებად, გადასახადის გადამხდელმა მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე უნდა მიმართოს შემოსავლების სამსახურს საგადასახადო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით და მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე უნდა განახორციელოს აღნიშნული პირობების შესრულება.

"გადასახადის გადამხდელს, რომლის ძირითადი, მიმდინარე საგადასახადო დავალიანება არსებითად შედგება მხოლოდ საურავებისგან, მათ შესაძლებლობა ექნება ანალოგიური პირობით განახორციელონ საგადასახადო დავალიანებაზე შეთანხმების გაფორმება, დავალიანების 30%-ის გადახდის შემთვევაში.

ინიციატივა ეხება ყველა გადასახადის გადამხდელს და ყველანაირ საგადასახადო დავალიანებას, მათ შორის აღიარებულს და საგადასახადო დავაში მყოფს, ის იქნება ფინანსთა სამინისტროს თუ სასამართლო სისტემაში"-განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მეწარმეებს საგადასახადო შეთანხმების გასაფორმებლად შემოსავლების სამსახურისთვის მიმართვა ხვალიდან შეუძლიათ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი