სტიქიურ ზონას თხილვანელები კვლავ არ ტოვებენ. მიუხედავად იმისა რომ მათ აჭარის მთავრობისგან 25-25 ათას ლარიანი კომპენსაცია მიიღეს დამეწყრილ ტერიტორიაზე ცხოვრებას განაგრძობენ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მცხოვრებლებს უსაფრთხო ადგილას გადასვლას ურჩევს, თორნიკე რიჟვაძეს იმედი აქვს რომ მოსახლეობა ნაკისრ ვალდებულებებს მალე შეასრულებს და გეოლოგიურად აქტიურ ზონას დატოვებს. ცნობისთვის, სოფელ თხილვანაში საცხოვრებელი სახლებიდან რამდენიმე მეტრში მეწყრული პროცესები 2017 წელს გააქტიურდა.