დღეს გამთენიისას ორი გარდაცვლილი იპოვეს კობალაძის ქუჩაზე. მამაკაცი მაღლა მდებარე სართულიდან იყო გადმოვარდნილი, ხოლო ბინაში შესვლისას 30 წლამდე გარდაცვლილი ქალი ნახეს.
შსს-ში გამოძიება ჯერჯერობით თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა დაწყებული, თუმცა ეს როგორც ვარაუდობენ გადაკვალიფიცირდება, გარდაცვლილი ქალის ახლობლები აცხადებენ, რომ მას ძალადობის ნიშნები აღენიშნებოდა, რაც შეეხება მამაკაცს, დაუდგენელია გადმოვარდა იგი თუ გადმოაგდეს.