თელავივიდან საქართველოს მიმართულებით ავიარეისები შეუფერხებლად სრულდება. გვიან ღამით ბენგურიონის სახელობის აეროპორტიდან თბილისში 166 ადამიანი ჩამოფრინდა. მგზავრთა შორის იყვნენ ისრაელის მოქალაქეებიც. ისრაელში მცხოვრები ქართველები ამბობენ, რომ არსებული ვითარება მძიმეა. ისინი მუდმივ კონტაქტზე არიან საქართველოს საელჩოსთან და ამ დროისთვის არსებული ინფრომაციით, დაშავებულთა შორის ქართველები არ არიან.