ყაზანში გლოვის დღეა

12 მაისი 2021, 12:50 1280 ნახვა

თათრეთის რესპუბლიკაში დღეს გლოვის დღეა. ყაზანში 175-ე სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულების პატივსაცემად, სასწავლო დაწესებულებასთან მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ და დილიდან ყვავილებითა და სათამაშოებით მიდიან დაღუპულთა ნათესავები, სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და უბრალო მოქალაქეები. ყაზანის სკოლას გუშინ დილით თავს დაეხსნენ. რუსული მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი 19 წლის ილნაზ გალიავიევი აღმოჩნდა, რომელმაც აღნიშნული გიმნაზიის 9 კლასი 4 წლის წინ დაამთავრა. დაკითხვისას ის არაადეკვატურად იქცეოდა, იყო ეს ფსიქიკური აშლილობის სიმულაცია თუ ნამდვილი პრობლემა, ამას ექსპერტიზა დაადგენს. თავდასხმის შედეგად დაღუპულია 9 ადამიანი - 7 ბავშვი და 2 მასწავლებელი. საგამოძიებო კომიტეტმა საქმე მასობრივი მკვლელობის მუხლით აღძრა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი