ქართველები ისრაელში

12 მაისი 2021, 11:54 1089 ნახვა

სარაკეტო იერიშები არ წყდება ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის. ისრაელის ცნობით, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით დღე-ნახევარში 1 000-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს. როგორც ისრაელის არმიაში აცხადებენ, მათგან 850-მა ისრაელის საზღვარი გადაკვეთა, ხოლო 200 ღაზის სექტორის ტერიტორიაზე ჩავარდა. BBC-ს ინფორმაციით, დაღუპულია 35 პალესტინელი, მათ შორის 10 ბავშვი.  ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს  სიფრთხილისკენ  და სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. განსაკუთებით იმ ქალაქებში, სადაც თავდასხმები ინტესიურად ხორციელდება.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში