აშშ-მ „ფაიზერის“ ვაქცინის 12-15 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენების ნებართვა გასცა

11 მაისი 2021, 14:51 1012 ნახვა

შეერთებული შტატების „საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ“ „ფაიზერისკორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 12-15 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენების ნებართვა გასცა. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი კოვიდ 19-ის ვაქცინაა, რომელიც აშშ-ში ამ ასაკობრივ ჯგუფში შემავალი პირების ვაქცინაციისთვის დაამტკიცეს. კომპანიებმა „ფაიზერმა“ და „ბიოტექმა“ მარტში განაცხადეს, რომ კლინიკურმა კვლევებმა მათი ვაქცინის 12- დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენების 100 %-იანი უსაფრთხოება და ეფექტურობა აჩვენა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი