სოფელ დიღომში სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად დაიჭრა 4 პირი. დაშავებულები ამ დროისთვის კლინიკაში არიან გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.