მივესალმები მელიას საპატიმროში უკანონოდ ყოფნისგან გათავისუფლებას - მიხეილ სააკაშვილი

10 მაისი 2021, 18:00 1134 ნახვა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიესალმება სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს პატიმრობა გირაოთი შეეცვალა.

მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, რომ აღფრთოვანებულია ნიკა მელიას პრინციპულობითა და შეუვალობით.

''მივესალმები ნიკა მელიას საპატიმროში უკანონოდ ყოფნისგან განთავისუფლებას. აღფრთოვანებული ვარ მისი პრინციპულობით და შეუვალობით. მიმაჩნია, რომ მისი გათავისუფლებით იწყება ქართველი ხალხის ბრძოლის მნიშვნელოვანი ახალი ეტაპი'' - წერს სააკაშვილი. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი