ნიკა მელიამ რუსთავის ციხე დატოვა 

10 მაისი 2021, 18:12 1029 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' ლიდერი ნიკა მელია თავისუფალია. რუსთავის ციხე მან რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

საპატიმროსთან იმყოფებიან მელიას მეგობრები, თანაპარტიელები და აქტივისტები. 

გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიღო. პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს გუშინ 9 მაისს მიმართა. 

8 მაისს კი ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა.

ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ თანხა გამოყო ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის. თავდაპირველად, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა გირაო და ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური, რომელიც მან დემონსტრაციულად მოიხსნა 2020 წლის 1 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საპროტესტო აქციაზე. ამის შემდეგ, ნიკა მელიას 40-ათასლარიანი გირაო შეეფარდა, რომელიც მან არ გადაიხადა.

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' თავმჯდომარე 23 თებერვალს დააპატიმრეს.  გამოძიება „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს 2019 წლის 20-21 ივნისს, ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო მასობრივ დემონსტრაციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მის ხელმძღვანელობას ედავება. მელია ბრალს არ აღიარებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი