მაღალმთიან აჭარაში გათოვდა. ნალექი მაღალი ზონის 12 სოფელში დაფიქსირდა. არსებული ინფორმაციით, მოსახლეობას პრობლემები არ შექმნია, წინასწარი ინფორმაციით, შესაძლოა დაზიანდა ხეხილი. ფოტოები ადგილობრივმა მოსახლეობამ მოგვაწოდა. სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს მაღალმთიან ზონაში ისევ მოსალოდნელია ხანმოკლე თოვა. სანაპირო ზოლში კი წვიმა. ხვალიდან ქვეყნის მასშტაბით გამოიდარებს. ძლიერმა სეტყვამ, ქარმა და წვიმამ ახმეტის, საგარეჯოსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებიც დააზარალა. ძლიერმა ქარმა დედაქალაქში რამდენიმე უბანში ხეები წააქცია.