ნიკა მელიას პატიმრობის შეცვლის საკითხზე სასამართლო სხდომა 4 საათზე ჩაინიშნა. შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის გირაო - 40 000 ლარი ევროკავშირმა 2 დღის წინ ბიუჯეტში, საიას გავლით გადარიცხა. ცნობილია, რომ დღევანდელ პროცესს არ დაესწრება თავად ბრალდებული, ვინაიდან ის სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან მოსამართლის გადაწყვეტილებით გაძევებულია.