 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 10:27 საათზე დაფიქსირდა.
როგორც დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმურიმონიტორინგის ეროვნული ცენტრი იუწყება, მიწისძვრის ეპიცენტრი წალკასთან, სოფელ ფარავანთან დაფიქსირდა.
მათივე ცნობით, მიწისძვრის სიძლიერემ 3.1 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            