ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,წითელი ხიდი“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობა აღიკვეთა.
არადეკლარირებული თანხა, მებაჟე ოფიცრებმა, აზერბაიჯანის მხრიდან, შემოსული სატვირთო ავტომობილის დათვალიერების შედეგად, მოწყობილ სამალავში აღმოაჩინეს.
თანხის მალულად შემოტანას, 1988 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ცდილობდა.