20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციაზე დაზარალებული მშვიდობიანი დემონსტრანტები პრინციპულად არ ეთანხმებიან როგორც მმართველი პარტიის, ისე საპარლამენტო ოპოზიციის მიერ ინიცირებულ ამნისტიის კანონპროექტებს 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით. მათ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
განცხადების შინაარსი არ გაკვირვებიათ ''ქართულ ოცნებაში'', ისინი თვლიან, რომ მათი ავტორობით მომზადებული დოკუმენტი პასუხობს შარლ მიშელის შეთანხმებას, ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ განცხადების ავტორები კარგად არ იცნობენ კანონპროექტის დეტალებს.