უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა სააკაშვილის მოთხოვნას მხარი დაუჭირა

09 ნოემბერი 2016, 00:00 3661 ნახვა

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მიხეილ სააკაშვილის ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტიდან გათავისუფლების გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. უახლოეს ხანში მინისტრთა კაბინეტი შესაბამის წარდგენას უკრაინის პრეზიდენტს გაუგზავნის, რის შემდეგაც პოროშენკო სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ დოკუმენტს მოაწერს ხელს. შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა ოდესის გუბერნატორის პოსტი 7 ნოემბერს  დატოვა. თუმცა, როგორც ამბობს ბრძოლის ახალ ეტაპს იწყებს და ეცდება უკრაინა “კორუფციული სიბინძურისგან” გაათავისუფლოს - რაც მისი თქმით, თანამდებობის დატოვების ერთ-ერთი მიზეზია. მიხეილ სააკაშვილს პოროშენკომ უპასუხა და განაცხადა, რომ ,,ზოგიერთმა ადამიანმა გადაწყვიტა საქმიანობის სფეროს შეცვლა და უკრაინაში პოლიტიკური აქტიურობის დაწყება, ქართულ არჩევნებში დამარცხების შემდეგ~ “.

ამავე კატეგორიაში